რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე

2022-04-02 21:15:10

რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში 20:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 40 560-მა მოქალაქემ დააფიქსირა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.

მათ შორის, რუსთავში საკუთარი არჩევანი გააკეთა 28 080-მა პირმა, რაც საერთო ამომრჩევლის 26%-ია. გარდაბნის 10 თემში კი 12 480-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩევლის 37,01%-ს შეადგენს.

აღასანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავსა და გარდაბანში მონაწილეობა 59 500-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცესმა მშვიდვითარებაში ჩაიარა.