რუსთავში 5 000 000-მდე ლარის პროექტი განხორციელდება [Photo]

2022-04-05 19:45:52

რუსთავის მუნიციპალიტეტი ქალაქის შემოსასვლელის, თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

პროექტის განსახორციელებლად უკვე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერიც, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 738 041 ლარი გამოიყო.

როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ვკითხულობთ, ქალაქის შემოსასვლელში მოხდება არსებული ყრილების მოსწორება, მკვეთრად ჩავარდნილი ზედაპირის ამოვსება, ნაყოფიერი მიწისა და გაზონის შეტანა, მიწის ქანობებზე ჯეობადეს (GEOweb) მოწყობა, ხე-მცენარეების დარგვა, რომელთა შორისაცაა 108 ცალი ირმის რქა, 196 ბროწეული, 1000 გაშლილი კვიპაროსი, 55 კედარი, 27 არიზონა, 115 ალვის ხე, 140 ლიგუსტრუმი, 73 ოქროსფერი მხედარი (გოლდრაიდერი), ასევე მოეწყობა დეკორატიული გაბიონები. რაც მთავარია, შემოსასვლელში გაკეთდება ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მარმარილოსა და კირქვის ნაფხვენის ნარევით დამზადებულ ასოების კომპლექტი. მოეწყობა სარწყავი სისტემაც.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ ქუჩებზე თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის მოედნებს, რომელთა მიმდებარედაც მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, რომლებიც თავის მხრივ გაფორმდება სხვადასხვა სახის ხე-მცენარით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები