მდინარეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

2022-04-02 18:23:35

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში, მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.