რუსთავში 17:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 23 317-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რუსთაველი ამომრჩევლის 21,94%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
რაც შეეხება გარდაბნის 10 თემში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას, 17:00 საათისთვის 8575-მა პირმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.
შეგახსენებთ, დღეს რუსთავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება.