რუსთაველები მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

2022-04-02 15:39:47

რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 26 354-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც  ამომრჩევლის 18,82%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.

რუსთავში ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი გააკეთა 19 940-მა პირმა, გარდაბნის 10 თემში კი 6 014-მა ამომრჩეველმა. აფციაურის ინფორმაციით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.