რუსთავის მერმა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა

2022-04-02 13:08:58

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.

ლაცაბიძის თქმით, ხმა საქართველოს პარლამენტიდან რუსთავში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გაჟღერებას მისცა.

"ხმა მივეცი საქართველოს პარლამენტიდან კიდევ უფრო აქტიურად რუსთავის საკითხების დაყენებას და ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევის გაჟღერებას, ხმა მივეცი რუსთავში დაწყებული განვითარების, ახალი ეტაპის გაგრძელებასა და ბოლომდე მიყვანას.

ირაკლიმ სრულფასოვნად ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, თავისი შეხვედრებით მოსახლეობასთან და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან. აქტიურად აცნობდა იმ ხედვებსა და გეგმებს, რაც გვაქვს მთელ გუნდს და რა საკითხებსაც დააყენებს საპარლამენტო ტრიბუნიდან. არ ვთვლი, რომ რამე ტრაგედიაა, სხვა პარტიებიდან წარმოდგენილია ორი კანდიდატი, ძალიან დიდი აქტივობაა, მოსახლეობა მიდის არჩევნებზე, ხმას აძლევს და ირაკლის ექნება დიდი ლეგიტიმაცია, რომ თითოეული რუსთაველის ხმა და პოზიცია წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები