"ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება"

2022-04-02 12:00:01

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

 „ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ და პენიტენციურ სისტემაში მისდამი მოპყრობასთან დაკავშირებით.ეს ინფორმაცია, დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაიგზავნა ევროპულ სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და მასალებით და, მეორე მხრივ, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციითა და მასალებით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.