"ქართული ოცნების” რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხმა პირველ საბავშვო ბაღში მოწყობის საარჩევნო უბანზე მისცა.
"დღეს მხარდაჭერა გამოვუცხადე ჩემს რუსთაველებსა და გარდაბნის ისტორიული სოფლების წარმომადგენლებს. ასევე მხარი დავუჭირე ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რომელიც აქტიურადაა მიმდინარე პროცესში, დაგეგმილია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის, ქართული ოცმების, ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდება"- განაცხადა შატაკიშვილმა.