"საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

2022-04-01 19:37:23

თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის" ფილიალში ყაჩაღობა მოხდა.

სავარაუდოდ, ნიღბიანმა კაცმა ბანკიდან ფული წაიღო.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ბანკში "ინფო რუსთავს" არაფერი განუცხადეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადააგვამისამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.