რუსთავში რამდენიმე კორპუსის აივნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2022-04-03 10:21:20

რუსთავში მე-14 მკ/რ-ის N10, N11, N12 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აივნებს რეაბილიტაცია ჩაუატრდება, ასევე  მოხდება მე-11 მ/რ #1 კორპუსის გამაგრება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტენდერიც გამოაცხადა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 365 343 ლარი გამოიყო.

ტენდერსი გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.