რუსთავის ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდება

2022-04-01 11:36:58

რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

დენი არა აქვს მეგობრობისა და მის მიმდებარე ქუჩებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენი აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს.

მათი განცხადებით, ელექტრო ენერგიის მიწოდება აბონენტებს ერთ საათში აღუდგებათ.