ზეთის ღირებულება ბოლო 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა - ამის შესახებ, ზეთის იმპორტიორი კომპანიები აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ეს ძველი დაკონტრაქტებული ფასებია, სიტუაცია კი ძალიან არასტაბილურია და ფასების კიდევ მეტად ზრდა გამორიცხული არ არის.
საქართველო რუსულ ზეთზე 76.7%-ით არის დამოკიდებული. ქვეყანაში ბოლო 2 თვეში 1.9 ათასი ტონა (2.9 მლნ დოლარის) მზესუმზირის ზეთია იმპორტირებული, საიდანაც 1.4 ათასი ტონა (2.1 მლნ რუსეთიდან) რუსეთიდან შემოვიდა. ამავე პერიოდში, საქართველომ უკრაინისგან 461 ათასი დოლარის 239.2 ტონა მზესუმზირას ზეთის იყიდა. ამის პარალელურად კი, რუსეთიდან გადაზიდვები რთულდება. ხოლო, ზეთის იმპორტი უკრაინიდან გაჩერებულია.