გარდაცვალების ისტორიული მაქსიმუმი რუსთავში

2022-04-03 19:42:57

რუსთავში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა.

ბოლო 28 წლის განმავლობაში 2021 წელს რუსთავში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსთავში 1390 ბავშვი დაიბადა.

მონაცემების მიხედვით 2021 წელს მკვდარშობადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზრდილია გარდაცვალების მაჩვენებელი. 1994 წლის შემდეგ 2021-ში ყველაზე მეტი, 1660, ადამიანი გარდაიცვალა.

მიუხედავად ამისა გასულ წელს რუსთავის მოსახლეობა გაიზარდა და 130 100 გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები