რუსთავში პატრულმა ქალი სიკვდილს გადაარჩინა [video]

2022-04-02 00:43:03

რუსთავში ქალი, რომელიც სუიციდის მიზნით ცენტრალური ხიდიდან ხტებოდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გადაარჩინეს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პატრულირების დროს პოლიციელებმა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდის ჯებირზე გადასული ახალგაზრდა ქალი შენიშნეს, რომელიც მდინარე მტკვარში გადახტომას აპირებდა.

35 წლამდე ქალს პატრულის თანამშრომლები ფარულად მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც ხელი მოკიდეს და ხიდის ჯებირის მეორე მხარეს მალევე გადმოიყვანეს.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები