ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

2022-03-31 18:22:23

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა ნუგზარ კბილაშვილმა განუცხადა, ავტომობილი, რომელშიც 3 30 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, ამობრუნდა.

შემთხვევის დროს ორი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.