ფრინველის ხორცსა და კვერცხზე ფასმა მოიმატა

2022-03-31 14:48:05

მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, საქართველოში მწარმოებლებმა კვერცხისა და ფრინველის ხორცზე ფასები უკვე მოამატეს.

მწარმოებელთა თქმით, სექტორში არასახარბიელო მდგომარეობაა, რაც ცხადია, უკვე აისახა ფასზებზე. ქათმის საკვებად ძირითადი პროდუქტებია - ხორბალი, სიმინდი, სოიო და სხვა, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე ძალიან არის გაძვირებული.