ხანძარი იყო რუსთავში, შარტავას გაზმირზე.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტაში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვია.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.