ბათუმი - გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.