ქვემო ქართლში 3 030 ქორწინება დარეგისტრირდა

2022-03-30 12:53:06

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს.

გაიზარდა განქორწინების რიცხვიც, 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ქვემო ქართლში, გასულ წელს, 3 030 ქორწინება და 1 003 - განქორწინება გაფორმდა.