მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2022-03-29 19:40:40

ზუგდიდის სოფელ ინგირში, სასაფლაოს მიმდებარედ, გამვლელებმა შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

პირველადი დათვალიერებით, ცხედარს დაზიანება არ ეტყობოდა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. პიროვნების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

სავარაუდოდ, ის 2 დღის გარდაცვლილია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.