რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენი აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს.
მათი განცხადებით, ელექტრო ენერგიის მიწოდება აბონენტებს 30 წუთში აღუდგებათ.