უბედურ შემთხვევას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-03-28 22:48:17

აბროლაიურის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბიჭის ახლობელმა განუცხადა, არასრულწლოვანს მისივე თანატოლი მეზობლის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.