იაფი მედიკამენტები რუსთავის სააფთიაქო ქსელებში

2022-03-28 16:07:16

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა უკვე რუსთავშიც შესაძლებელია. ამ დროისთვის მედიკამენტების გარკვეული ნაწილი, „PSP“-სა და „ავერსი“-ს, რუსთავის სააფთიაქო ქსელებში შეგეძლებათ. აფთიაქების წარმომადგენლების განცხადებით, მედიკამენტები რუსთავის სააფთიაქსო ქსელებში ეტაპობრივად შემოდის და უახლოეს მომავალში, დახლებზე კიდევ უფრო მეტი დასახელების წამალი განთავსდება.

თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.