გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სამგორში ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავი ახადა. [ვიდეო/video]
თუნუქისა და ხის მასალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ეზოშია ჩამოყრილი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევის შედეგეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია.