ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მრავლწლიანი ნაძვის ხე მოგლიჯა და 2 ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. მრავწლიანი ხეები მოგლეჯილია თელავის მუნიციპალიტეტშიც. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.