გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

2022-03-27 22:15:11

ვარკეთილში გაზის გასამართი სადგური აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო სამაშველო სამსახური.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.