რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება გოგებაშვილის, გომელაურის, ფიროსმანისა და ბოსტანქალაქის ქუჩების ნაწილს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენი აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს.
მათი განცხადებით, ელექტრო ენერგიის მიწოდება აბონენტებს 1 საათში აღუდგებათ.