ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ არცერთ პირს არ დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 14 პირი შემოწმდა.
ბოლო თვეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ვირუსი სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულ არცერთ პირს არ დაუდასტურდა.