ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2022-03-27 18:21:31

ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ  ერთმანეთს "ოპელისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, "ოპელის" მარკის ავტომობილი თბილისის მიმართულებით ავტობანის იმ მხარეს მოძრაობდა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი.