"პროტესტი საწვავის ფასს"

2022-03-27 14:48:34

"პროტესტი საწვავის ფასს",- ამ ლოზუნგით დედაქალაქში მოქალაქეების საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციას ათობით ავტომობილით რუსთაველებიც შეუერთდნენ.

თავდაპირველად მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენ და ახლა საფეხმავლო მსვლელობით მიდიან საქართველოს პარლამენტთან.

აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

დედაქალაქში საქართველოს პარლამენტთან პროტესტს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.