უკრაინაში დაღუპული მებრძოლები მიწას მიაბარეს

2022-03-26 16:10:02
უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრები სამხედრო წესით დაკრძალეს. მეომრების დაკრძალვის ცერემონია ქაშუეთის ტაძარში და მარიამ ეგვიპტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, უცხოელ მოხალისეთა რაზმში იბრძოდნენ. ისინი 18 მარტს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპენის ფრონტზე დაიღუპნენ რუსული დაბომბვის შედეგად.