საწარმო "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, სისხლი საწარმოში დასაქმებულმა 20-მდე პირმა გაიღო.
სისხლის დონაციის აქცია ნაციონალური სისხლის ბანკის ხელშეწყობით ჩატარდა.