უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა.
შემთხვევა წუხელ, ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე სამი ქართველი მებრძოლი იყო დაღუპული. დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ, რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.