რუსთავის 2 სკოლას ახალი ავეჯი ექნება

2022-03-26 11:07:34

რუსთავის ორი სკოლას ახალი სკამები, კარადები, კომპიუტერი მაგიდები და სხვადასხვა ინვენტარი ექნება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 სკოლისთვის სხვადასხვა საოფისე ავეჯის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სააგენტო ახალ ინვენტარს რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებისთვისაც შეიძენს.

როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა 25-ე საჯარო სკოლისთვის უნდა შეიძინონ: 24 - მაგიდა ტუმბოთი, 1 მასწავლებლის მაგიდა, 20 - კომპიუტერის მაგიდა, 1 - სამუშაო მაგიდა მისადგმელით, 2- ნახევრად ღია კარადა, 10 - კარადა ღია თაროებით, 14 - კომბინირებული კარადა, 1- ტუმბო კარადა სპორტული ინვენტარისთვის, 5 - ინდივიდუალური ჩასაკეტი კარადა, 30 - საკიდი, 73 - საკონფერენციო სკამი, 1 - საოფისე რბილი სკამი.

26-ე საჯარო სკოლისთვის შეიძენენ: 22- მაგიდას ტუმბოთი, 1 მასწავლებლის მაგიდა, 20 - კომპიუტერის მაგიდას, 1 - სამუშაო მაგიდას მისადგმელით, 2 - ნახევრად ღია კარადას, 10 - კარადას ღია თაროებით, 12 - კომბინირებული კარადას, 5 - ინდივიდუალურ ჩასაკეტი კარადა, 27 - საკიდი, 69 - საკონფერენციო სკამი, 1 - საოფისე რბილი სკამი.

ქვეყნის მასშტაბით 86 სკოლისთვის საჭირო ავეჯის შესაძენად სააგენტომ 2 800 000 ლარი გამოყო.

ცნობისთვის რუსთავის ორივე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.