ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

2022-03-25 15:53:59

თბილისში, აფრიკის დასახელბაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.