ავარიის დროს დაშავებული 25 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

2022-03-25 15:42:37

რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 25 წლის ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ავარიის დროს, რომელიც 12 მარტს რიკოთის უღელტეხილზე მოხდა, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ევაკუატორი შეეჯახა. შემთხვევის დროს სამი სამართალდამცავი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პოლიციელი და ევაკუატორის მძღოლი კი მძიმედ დაშავდა.

სამწუხაროდ, ევაკუატორის მძღოლის, ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ავარიიდან ორი კვირის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.