რა ღირდა და რა ღირს ახლა

2022-03-25 13:35:36

სასურსათო მაღაზიების ქსელებისგან პროდუქტების ფასებთან და კონკრეტულ აქციებთან დაკავშირებით შეტყობინებები ხშირად მოგვდის. რიგ შემთხვევბში, მათ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, მაგრამ ახლა, როცა ფასების ზრდა აქტუალური თემაა, კარგი საშუალებაა შედარებისთვის, რა დროის მონაკვეთში, რამდენითაა ამათუიმ დასახელების პროდუქციაზე ფასი გაზრდილი.

მარკეტების ერთ-ერთმა მსხვილმა ქსელმა შემოდგომის დასაწყისში სააქციო შეთავაზების შესახებ მომხმარებლებს შეტყობინებები მისწერა. რა ღირდა მაშინ და რა ღირს ახლა პროდუქტები, რომელთა ფასის ზრდაზეც საუბარი ხშირად არაა, რადგან ზეთის ან შაქრის მსგავსად, შესაძლოა, ყოველდღიურ მოხმარებაში არ გვა.

გაძვირდა:

1 კგ. ხახვი - 0.59-დან 0.69-მდე;
15 ცალი კვერცხი - 4.99-დან 5.95-მდე;
1 კგ. სოსისი "ბავარიული" - 3.99-დან 5.95-მდე;
1 კგ. ვაშლი "გოლდენი" - 1.39-დან 1.69-მდე;
"ბარამბოს" შოკოლადის ფილა - 1.95-დან 2.20-მდე;
200 გ. კარაქი - 5.30-დან 6.80-მდე.

ბუნებრივია, რამდენიმე დასახელების პროდუქტი ავარჩიეთ, თუმცა ახალი არავისთვის იქნება, რომ ფასი თითქმის ყველა სახის სურსათზე გაზრდილია.