ხანძრის დროს სახლი დაიწვა

2022-03-25 12:53:49

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, შემთხვევის დროს 2 მცირეწლოვანი დაშავდა.

ხანძრის შედეგად ჯაყელიძეების 6 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. როგორც მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და ოჯახს დროებით ქირით უზრუნველყვეს.