ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2022-03-24 22:22:20

ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვლა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მიღებული დაზიანებების გამო კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.