ხვალიდან გამოიდარებს

2022-03-24 11:51:48

საქართველოს მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს. ნალექი, წვიმისა და თოვლის სახით შეწყდება, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. სინოპტიკოსების ვარაუდით, თბილი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 მარტი +9°C,  26 მარტი  +11°C,  27 მარტი  +11°C, 28 მარტი  +12°C.