მეზობელმა მეზობელი მოკლა

2022-03-24 11:54:47

ფოთში 30 წლის კახცმა, მისივე მეზობელი მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა ნაცნობს მისივე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ურო ჩაარტყა.

დაშავებული მიყენებული დაზიანების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ფოთში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.