გაზის დაგროვების გამო სახლში აფეთქება მოხდა

2022-03-24 11:00:27

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების გამო აფეთქება მოხდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კარ-ფანჯრები დააზიანა გვერდით მდებარე სახლშიც. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

აფეთქების შედეგად დაშავდა, ერთი პირი. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.