Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს

2022-03-23 21:16:30

სოციალური ქსელები "ფეისბუკი" და "მესენჯერი" შეფერხებით მუშაობს. აპლიკაციის მომხმარებლების თქმით, მთავრი პრობლემაა ის, რომ შეტყობინებები დაგვიანებით ან საერთოდ არ იგზავნება და მიიღება. 

ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება კომპანია Facebook-ს არ გაუკეთებია, თუმცა შეფერხება უკვე აისახა პლატფორმა Down Detector-ზე.

Down Detector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 58%-ს პრობლემა შეექმნა შეტყობინების გაგზავნაზე, 25%-ს კი მიღებაზე.