2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მიმდინარე წლის 28 მარტამდე მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის მოქმედებს რეგისტრაციის გამარტივებული წესი.
გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც.