ქუთაისში, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარის გამო ხიდან ტოტი მოტყდა და 4 მამაკაცს დაეცა.
ინციდენტის დროს ერთ-ერთმა კაცმა სხეულის დაზიანება მიიღო, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.
დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მამაკაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები, ჩაუტარდება თავისა და ტვინის ტომოგრაფიული კვლევა.
ფოტო: ტელეკომპანია რიონი