კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.
თავგორაშვილის ქ. (ყოფილი კიკვიძე), ავტოსამრეცხაოსთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატაების მიზნით, დღეს 10:00 საათიდან 16:30 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ:
მეგობრობის N 2 და N 3, ლერმონტოვის ქ. თავგორაშვილის ქ და 9 ძმის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას თავისი გასასვლელებით, თბილისის, იალგუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის 1-29-ის ჩათვლით, მელიქიშვილის, დადიანის, ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწები, გზირიშვილის, კიკვიძის, ლესელიძის ჩიხებით და გასასვლელებით, შიო არაგვისპირელის და კლდიაშვილის ქუჩის კენტებს.