რუსთავის სასტუმროში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2022-03-21 23:59:47

რუსთავის სასტუმროში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ლომოურის ქუჩაზე, ერთერთ სასტუმროში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსეთის მოქალაქე იყო.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.