თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე 3 დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.
იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ ქსარელტოს შეძენა შესაძლებელი იქნება „GPC”-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია : თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში.