ქალის ვინაობა, რომელმაც ბათუმში უკრაინის დროშის სტიკერი ჩამოგლიჯა, ცნობილია. ის მარიამ ელიოზიშვილია.
არსებული ინფორმაციით, ელიოზიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ასევე, ირკვევა, რომ ქალი ბათუმში ცხოვრობს მაკლერია.
"არავითარი ცუდი მიზანი არ მქონია. იმ ტიპს ვეუბნებოდი, ამას ვინც აკეთებს, ასე რომა გამოფენილითქო, გულში არ აქვს ამ ხალხს გრძნობა არანაირი, პირიქით. აკრავენ გარეგნულად ვითომ გამოხატავენ სოლიდარობას და გულში უნდა იყოს ეს და არა რაღაც იერსახით. ჩუსტები ეცვა კაცს ყვითელ ლურჯ ფერებში, ეს ნორმალურია? სწორედ მაგიტომ გავაკეთე. მართალია, არ იყო სწორი, არ ვამბობ, რომ მართალი საქციელი იყოთქო, მაგრამ მიზანი სულ სხვა მქონდა და ამ ხალხს ხომ ვერ გააგებინებ ახლა", - აცხადებს ელიოზიშვილი.