"რუსთავის თასი 2022" დაიწყო [photo]

2022-03-21 16:37:30

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტ კომპლექსში "რუსთავის თასი 2022-მა" სტარტი აიღო.

ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებიდან  2010-2011 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული 12 საკალათბურთო გუნდი მიიღებს, რომელთა შორისაც ორი რუსთავული გუნდია.

ტურნირის პირველი შეხვედრა "თელავსა" და "ოვერტაიმს" შორის შედგა, რომელიც "ოვერტაიმის" სასარგებლოდ ანგარიშით 22-46 დასრულდა.

ტურნირის ორგანიზატორი სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრია და საპრიზო ადგილის მფლობელები ფულადი პრიზები, თასებით,  მედლები და სიგელებით დაჯილდოვდებიან.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები